„ზეზი“ ძველი ქართული სიტყვაა და ოქროს ქსოვილს ნიშნავს. “ზეზი” ქართულ უნიკალურ ორნამენტებს ქსოვილზე ამოქარგვით აცოცხლებს. უმაღლესი ხარისხის სუფრებზე, რანერებსა და ხელსახოცებზე ასახული ქართული უნიკალური კულტურა, ხელოვნება და პოეზია გულგრილს არავის ტოვებს. საქართველოში სუფრის გაშლის ტრადიცია სათავეს უძველესი დროიდან იღებს. „ზეზის“ ლამაზი და ქართული სულის მატარებელი დეტალები კი სუფრაზე ნამდვილად საუკეთესო განწყობას ქმნის. კომპანიის მიზანიც სწორედ ესაა. ზეზისთან ერთად შეკრება, ერთმანეთთან ურთიერთობა და ემოციების გაზიარება უფრო ელეგანტურ და მყუდრო გარემოში შეგიძლიათ.
თანემდროვე, მინიმალისტური სტილის სუფრა, რომელიც ახალისა და ძველის იდეალური შერწყმაა, მნახველში ყოველთვის განსაკუთრებულ ემოციას იწვევს, ქართველები საკუთარ კულტურასთან განსაკუთრებულ კავშირს გრძნობენ, უცხოელები კი ეცნობიან მას.